“ვინმეს თუ არ გინახავთ, “ქართული ოცნების” პროპაგანდა ამ ვიდეოთი მაშავებს” – რას ამბობს ონისე ოქრიაშვილი?

ონისე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელი ვიდეომიმართვას ავრცელებს მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე, რომელიც კომედიური შოუს – “პანჩლაინ თერაპიის” ერთ-ერთ ეპიზოდს მოჰყვა.

ცნობისთვის, კომედიური შოუს წამყვანები არიან Stand Up Tbilisi-ს კომიკოსები – ონისე ოქრიაშვილი, ირაკლი ჯაბუა და კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე.