არქივი6 ივლისი, 2026, 11:37
ვიკა ბუკია: ცააა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო. და ასე, ყველანი ერთად ცრემლით სავსე თვალებით ვუმღეროდით ჩვენს ლამაზ სამშობლოს (ვიდეო)

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
ანა-ბანას ბავშვები რომ გამოჩდნენ დაინგრა იქაურობა. იმიტომ რომ ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რა მოხდა და როგორ მოხვდნენ ეს ბავშვები სცენაზე. ქარში ცეკვა რომ დაიწყეს თმაგაწეწილებმა და შოშიებივით აღებდნენ პირს - ცრემლები წამომიდა. რა ბედნიერება მოაკლო რეჟიმმა იმ ბავშვებს, ვინც ამ სცენაზე უნდა მდგარიყო. ხომ მაგრად დაანთეს, იმიტომ რომ 0 შანსი გაქვს არ აგაგდოს ჰაერში კორძის მუსიკამ და ბოლოს “სდექ” იმღერეს, გვეგონა აქ მორჩა. თურმე არა - წინ გველოდა კულმინაცია - ცააა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო. და ასე, ყველანი ერთად ცრემლით სავსე თვალებით ვუმღეროდით ჩვენს ლამაზ სამშობლოს.
ანა-ბანას ბავშვებს გაუმარჯოს.
Tbilisi Open Air / AlterVision მადლობა
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.