ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
ძალიან დამაფიქრებელი წასვლა ქონდა თემურ უგულავას. მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, როგორ ამოვიდა ზედაპირზე ადამიანების ისტორიები. რამდენ ადამიანს დახმარებია, რამდენისთვის გაუკეთებია სიკეთე ჩუმად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე.
სიკვდილს ვერავინ აღუდგება წინ. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც სიკვდილსაც ვერ ემორჩილება. ეს არის სიკეთე. სიკვდილი მარცხდება სიკეთესთან. კარგად დაუკვირდით და მიხვდებით რომ ასეა. სწორედ სიკეთეა ის, რაც ადამიანებს აგრძელებს ამ ქვეყნად სიკვდილის შემდეგაც. ამიტომაც იქნება გარდაცვლილი უგულავა ბევრად ცოცხალი, ბევრად ყოველდღიური, ვიდრე ბევრი ცოცხლად დარჩენილი ეგოცენტრიკი.
ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება, რომლის მოპოვებაც ადამიანს სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია. და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას ვერ ვიაზრებთ.
დღეს ბოლო გზაზე გააცილეს, მაგრამ ეს გზა ბოლოც არ გამოდგა თითქოს, გრძელდება თბილისურ დღევანდელობაში.




