ვენეციის ბიენალეს საერთაშორისო ჟიური გადადგა

ვენეციის ბიენალეს საერთაშორისო ჟიური გადადგა | ინფორმაციას თავად ბიენალე ავრცელებს. დასავლური მედიის ცნობით კი მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი რუსეთისა და ისრაელის მონაწილეობასთან დაკავშირებული სკანდალია. ჟიურის ექვსი წევრი და პრეზიდენტი სოლანჟ ოლივეირა ფარკასი მას შემდეგ გადადგნენ, რაც ბიენალეს იტალიის კულტურის სამინისტროს ინსპექტორები ეწვივნენ
🔻 გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებსა და ვენეციის ბიენალეს პრეზიდენტ პიეტრანჯელო ბუტაფუოკოს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა კვირების განმავლობაში არსებული დაძაბულობა, რომელიც გამოფენაზე რუსული პავილიონის გახსნასა და ისრაელელი ხელოვანების დასწრებას უკავშირდებოდა. გადაწყვეტილებამ, რომელიც რუსეთს გამოფენაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, მძაფრი რეაქცია გამოიწვია როგორც იტალიაში, ისე მთელ მსოფლიოში
🔻 იტალიის კულტურის მინისტრმა ალესანდრო ჯულიმ განაცხადა, რომ რუსული პავილიონის არსებობის გამო ვენეციის 61-ე ბიენალეს გახსნას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. რუსეთის ვენეციის ბიენალედან გარიცხვა ევროპის 20-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა. რუსული პავილიონის დაშვების საპასუხოდ, ევროკავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა სამწლიანი გრანტი 2 მილიონი ევროს ოდენობით, რომელიც ბიენალესთვის იყო განკუთვნილი

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ