ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს - ზელენსკი

ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს - ზელენსკი

ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომდევნო კვირა მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის პარტნიორებთან თავდაცვისა და აღდგენის სფეროში მოსალოდნელი ახალი შეთანხმებების გამო. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, ახალ შეთანხმებებს პარტნიორებთან, რომლებიც უკრაინას გააძლიერებს. როგორც თავდაცვაში, ისე ქვეყნის აღდგენაში. მომდევნო კვირა ძირითადად იქნება მიძღვნილი სწორედ უკრაინის აღდგენისთვის – ახალი შეთანხმებებისთვის პარტნიორებთან, ასევე დიდწილად – სამართლიანობის აღდგენისთვის“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ 10-11 ივლიის რომში ჩატარდება კონფერენცია უკრაინის აღდგენის საკითხზე, ასევე 10 ივლისს დაგგემილია ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი დისტანციურად დაესწრება რომიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.