– ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო – უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკულ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეულია, ეს უკრაინას წელს, კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს

ტრამპთან პარასკევის საუბარი ალბათ ყველა დროის საუკეთესო იყო, მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის,- ამის შესახებ უკრანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დრონებთან დაკავშირებით შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის.
“დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს უკვე წელს…
ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს