დიმიტრი პესკოვი – რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია – ჩვენ ყოველდღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს

რუსეთმა და უკრაინამ მემორანდუმების განხილვა უნდა დაიწყონ და ეს რთული პროცესი იქნება, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
„იცით, რომ გარკვეული სამუშაო უკვე გაწეულია – მოლაპარაკებების ორი ძალიან რთული რაუნდი ჩატარდა. ჩვენ ველით, რომ მესამე გაიმართება და დიალოგი გაგრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიწყოთ იმ მემორანდუმების განხილვა, რომლებიც გავცვალეთ. ეს ასევე ძალიან რთული პროცესი იქნება და პროცესი, რომელიც ერთ ღამეში ან ერთ დღეში არ დასრულდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია, რადგან ადგილზე არსებული ვითარება ყოველდღიურად იცვლება უკრაინული ძალების საზიანოდ.
„თქვენ იცით, რომ რუსეთი უკრაინული მხარისგან მესამე რაუნდის ჩატარების წინადადების წარდგენას ელის. ეს უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ადგილზე ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ ყოველ დღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად