ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვალენსიამ" 90+8-ე წუთზე გატანილი გოლით „ალავესთან“ ფრეს მიაღწია

"ვალენსიამ" 90+8-ე წუთზე გატანილი გოლით „ალავესთან“ ფრეს მიაღწია

ლა ლიგის მეცხრამეტე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ალავესს“ დაუზავდა - 2:2.
„ღამურების“ კარს ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ისევ სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა - შეფასებები: sofascore. 6.2, flashscore 5.9, whoscored 5.6.
„ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, 2 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 12 ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზე და 4 იანვარს „რეალს“ უმასპინძლებს.
ვალენსია - ალავესი 1:2
გოლები: 0:1 მარტინი (7), 1:1 რიოხა (70, პენ), 1:2 ჟორდანი (88, პენ), 2:2 გომესი (90+8)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.