არქივი24 დეკემბერი, 2024, 20:21
ქოჩორაშვილმა ვერ ითამაშა - "ლევანტე" მარცხს გადაურჩა

სეგუნდა დივიზიონის ოცდამეერთე ტურში „ლევანტე“, რომელსაც გიორგი ქოჩორაშვილი ვერ დაეხმარა, საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ წაგებას გადაურჩა - 90+5-ე წუთზე ანდრეს გარსიას გატანილი გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.
ქოჩორაშვილმა მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე ტერფის მცირე დაზიანება მიიღო, გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გაერისკა და დაასვენა. ის 8 იანვარს „ტენერიფესთან“ გასვლითი დაპირისპირებისთვის მწყობრში იქნება.
„ლევანტემ“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 ფრედ ითამაშა, 1 კი წააგო. ქოჩორაშვილის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 32 ქულით მერვე ადგილზეა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.