ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვალენსიამ" კატალონიიდან მხოლოდ 1 ქულა წაიღო

"ვალენსიამ" კატალონიიდან მხოლოდ 1 ქულა წაიღო

ლა ლიგის მეთვრამეტე ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ქულები გაიყო - 1:1.
სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვეს, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრეს, დარჩენილ დროში ბევრს უტევდნენ, ორი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს და ფრეს დასჯერდნენ. ეს ბოლო ოთხ მატჩში ბარახას შეგირდების მოპოვებული პირველი ქულაა.
„ღამურების“ კარს ტრავმირებული გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად ისევ სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა - შეფასებები: sofascore 6.5, flashscore 6.4, whoscored 6.2.
„ვალენსიას“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 11 ქულით აუტსაიდერია და 22
დეკემბერს „ალავესს“ უმასპინძლებს.
ესპანიოლი - ვალენსია 1:1
გოლები: 1:0 პუადო (44), 1:1 ლოპესი (47)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.