ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავდასხმის საფრთხის გამო, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს - რომელი ქვეყნების სტადიონებს ემუქრება "ისლამური სახელმწიფო"

ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება - გადაწყვეტილების მიზეზი ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერი მედიასაშუალების მიერ მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელებაა. როგორც BBC წერს, მედიამ მაყურებელს მოუწოდებს იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ, სადაც სამშაბათს და ოთხშაბათს მეოთხედფინალური მატჩები იმართება.
UEFA-მ განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას საფრთხის შესახებ, მაგრამ თამაშები მადრიდში, პარიზსა და ლონდონში გეგმის მიხედვით გაიმართება.
ინფორმაციის ფლობას ადასტურებენ ესპანეთის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრებიც და ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით მკაცრად იქნება დაცული.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.