ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს

ვახო სანაია დააკავეს - ჟურნალისტს სამართალდამცველებმა ხელბორკილები საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაადეს. ტელეწამყვანი ამ წუთებში იზოლატორში  გადაჰყავთ.

როგორც მან დაკავებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის გაჩუმებას არ აპირებს.

„არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე საკუთარი სიტყვის თავისუფლებას შევზღუდავ”, - განაცხადა სანაიამ.

ცნობისთვის,  შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, დღეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. ვახო სანაია დღევანდელ სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.