ეს ქვილითაია იყო თუ მარადონა - გიორგიმ ზღაპრული გოლი გაიტანა და ქართული იცეკვა [VIDEO]
კვიპროსის ჩემპიონატის 34-ე ტურში აპოელ-მა საკუთარ მოედანზე „არისი“ 2:0 დაამარცხა.
მასპინძლები დებიუტში ისამ ჩებაკემ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი მეტოქის კარი იშვიათად ლამაზი გოლით გიორგი ქვილითაიამ დალაშქრა და მოედანზე იცეკვა. ქართველის გოლმა ადგილობრივი მედია მოხიბლა - 24sports-ი წერს, რომ ეს შოუ და ერთი მსახიობის თეატრი იყო. მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა.
გიორგიმ მიმდინარე ტურნირზე 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ის 82-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა დვალმა კი შეუცვლელად ითამაშა.
აპოელ-ი ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულით ლიდერია და
28 აპრილს სტუმრად „ომონიას“ დაუპირისპირდება.
აპოელ - არისი 2:0
გოლები: 1:0 ჩებაკე (8), 2:0 ქვილითაია (31)
გამოუყენებელი პენალტი: ქვილითაია (57, აპოელ)
გაძევება: სანე (70, არისი)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.