არქივი23 აპრილი, 2024, 20:06
არ ჩერდება - დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკს“ 2:0 ამარცხებს. პირველი ტაიმის ბოლოს ჟირონდული გუნდი ჟან ვიპოტნიკმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა.
დავითაშვილმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.