„ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა“ – ჰერცოგი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე

ს პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ აღიარებს, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით „გასაგები და მტკივნეული ეჭვები არსებობს“.
„ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც ზუსტად გამოხატავს ებრაულ და ისრაელის ღირებულებებს მძევლების დაბრუნების შესახებ და ვიმედოვნებ, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.
ისრაელის სახელმწიფო, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ყველაფერს გააკეთებენ მძევლების სახლებში დასაბრუნებლად, პარალელურად კი, ისრაელის მოქალაქეების სრულ უსაფრთხოებას აღადგენენ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა მ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.