სისულელეა საუბარი, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ არ გავჩერდებით – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ, ვიდრე არ მიაღწევს ყველა მიზანს.
„სისულელეა საუბარი იმის შესახებ, რომ ომი შეჩერდება მძევლების გათავისუფლების შემდეგ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი მძევლების დაბრუნებას წმინდა და მთავარ მიზანს უწოდებს.
მისი თქმით, „ჰამასის“ ლიკვიდაცია არის ისრაელის მიზანი და ღაზაში აღარ უნდა იყოს რამე, რაც საფრთხეს შეუქმნის ისრაელს.
„ომში არის ეტაპები, ისევე როგორც მძევლების დაბრუნებისას, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე არ გვექნება ტოტალური გამარჯვება, სანამ არ დავაბრუნებთ თითოეულ მძევალს. ეს არის ყველა ჩვენგანის წმინდა მოვალეობა“, – დასძინა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.
„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.
მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

ასევე დაგაინტერესებთ