არქივი26 მარტი, 2025, 12:36
სალომე ზურაბიშვილი - ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ედგარს რინკევიჩმა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ედგარს რინკევიჩს შევხვდი. მან საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ლატვიის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მადლობა ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დღეს, შეხვედრებს ლატვიაში მართავს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.