ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანური მედია - ესპანეთმა მაროკოს საზღვართან 500-მეტრიანი მცურავი ბარიერის დაყენება დაიწყო

ესპანური მედია - ესპანეთმა მაროკოს საზღვართან 500-მეტრიანი მცურავი ბარიერის დაყენება დაიწყო

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც სეუტაში მაროკოდან მიგრანტები შეიჭრნენ, პოლიციამ ტარახალის ჯებირზე შემაკავებელი ბარიერის დაყენება დაიწყო. ინფორმაციას ესპანური გაზეთი El País-ი ავრცელებს.

ბარიერის სიგრძე 500 მეტრია. წყლის ზემოთ მისი სიმაღლე 70-ს სანტიმეტრამდე აღწევს, ხოლო წყალქვეშ ერთ მეტრს.

ბარიერებს შორის სპეციალურ ზონას ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის კატერები გააკონტროლებენ.

ამასთან, El País-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 22 ქვეყანა ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების კრიზისთან დაკავშირებით სასწრაფო და კოორდინირებულ ერთიან ევროპულ საპასუხო მოქმედებას ითხოვს.

ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, მალტის, კვიპროსის, ნიდერლანდების, პოლონეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, დანიის, ბულგარეთის, ბელგიის, ფინეთის, უნგრეთის, რუმინეთის, სლოვენიისა და ხორვატიის ლიდერებმა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც სეუტაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატეს და ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრის მოწვევა მოითხოვეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.