პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთის მეფეს და დედოფალს წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში მომიტინგეებმა ტალახი ესროლეს

ესპანეთის მეფეს და დედოფალს წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში მომიტინგეებმა ტალახი ესროლეს

ესპანეთის მეფესა და დედოფალს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ვალენსიაში ვიზიტის დროს მომიტინგეებმა ტალახი და სხვა საგნები დაუშინეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„მკვლელი“, „სირცხვილი“ - მიმართეს შეძახილებით სამეფო წყვილს, როდესაც ისინი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონის ქალაქ პაიპორტაში ჩავიდნენ.
სამეფო წყვილს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი და ვალენსიის რეგიონალური მთავრობის მეთაური კარლოს მაზონიც ახლდნენ, თუმცა დაცვამ ისინი გაღიზიანებულ მოქალაქეებს გაარიდა.
BBC-ი წერს, რომ პრემიერ-მინისტრის ავტომობილს, რომელმაც ტერიტორია დატოვა, მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს.
საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ არანაირი გაფრთხილება არ გაითვალისწინა და წყალდიდობის მიმართ რეაგირებაც არასაკმარისია.
ბოლო მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 217-მდე გაიზარდა, ბევრი კი დაკარგულად ითვლება. აქამდე დადასტურებული გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევა ვალენსიის რეგიონში დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.