პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცს და 5000 პოლიციელს გაგზავნის

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცს და 5000 პოლიციელს გაგზავნის

ესპანეთის მთავრობა წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში დამატებით 5000 ჯარისკაცსა და 5000 პოლიციელს გაგზავნის, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
წყალდიდობიდან მეოთხე დღეს მაშველები ცხედრებს მანქანებსა და შენობებში ჯერ კიდევ ეძებენ. დაკარგულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 2000 ჯარისკაცი, ათასობით მოხალისე, 2500 სამოქალაქო გვარდიის წევრი და 1800 პოლიციელია ჩართული.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში წყალდიდობას 205 ადამიანი ემსხვერპლა. ვალენსიაში 202 ადამიანი დაიღუპა, ორი - კასტილია ლა მანჩას რეგიონში, ერთი კი - ანდალუსიაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.