პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

წყალდიდობით დაზარალებულ ვალენსიაში რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა

ვალენსიაში ათასობით ადამიანმა რეგიონის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებასა და ქმედებებში ადანაშაულებდნენ და ასევე აცხადებენ, რომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გასცეს.
ესპანური მედიის ცნობით, აქციაში 130 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ : „ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით".
აქციის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელზედაც ასახულია ვალენსიის მერიის ტალახით მოსვრილი შენობა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომიტინგეებმა მერიის შენობას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.
ქალაქის მერმა, მარია ხოსე კატალამ, სოციალურ ქსელში დაზიანებული შენობის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვანდალიზმი გამოსავალი არ არის“.
შეგახსენებთ, ვალენსიასა და მეზობელ პროვინციებში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხმოცზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.