არქივი17 თებერვალი, 2024, 17:36
ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ამხანაგურ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ესტონური "ლევადია" 3:1 დაამარცხა.
ქუთაისელთა რიგებში მორიგი შესანიშნავი მატჩი გამართა გიორგი არაბიძემ. 25 წლის შემტევმა მეტოქეს ჯერ ულამაზესი ჯარიმა გაუტანა, შემდეგ კი კვლავ საჯარიმოს გარედან ეფექტური გოლით დუბლი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი "ტორპედოს" ნორვეგიელმა ახალწვეულმა, ბიორნ იონსენმა გაიტანა.
სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ლიგის 1-ელ ტურში "სამტრედიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა 2 მარტს, 20:00 საათზე გაიმართება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.