ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმმა" "სლოვანს" დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შტურმმა“ საკუთარ მოედანზე „სლოვანი“ 4:1 დაამარცხა.
სამივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო - ოთარ კიტეიშვილი (შტურმი), გურამ კაშია და ჯაბა კანკავა (სლოვანი). კიტეიშვილმა გოლი თავის მიერვე მოპოვებული პენალტით გაიტანა და 83-ე წუთზე შეცვალეს.
საპასუხო დაპირისპირება 23 თებერვალს „ტეჰელნე პოლეზე“ ჩატარდება.
შტურმი - სლოვანი 4:1
გოლები: ბიერეტი (4), 1:1 როდრიგესი (8),
2:1 გორენც-სტანკოვიჩი (27), 3:1 კიტეიშვილი (64, პენ), 4:1 კამარა (90+1)
გაძევება: ვაისი (78, სლოვანი)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.