არაბიძეს ვერ აჩერებენ - გიორგის მაგარი გოლები "ვილიარეალის" მეორე გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]
"ტორპედო" ამხანაგურ მატჩში "ვილიარეალის" მეორე გუნდს ეთამაშება. სტივ კინის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე 4:1 დაამარცხა.
ქუთაისელთა მხრიდან თავი კვლავ გიორგი არაბიძემ გამოიჩინა და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ჰეთ თრიქი შეუსრულა. არაბიძემ მატჩის მიწურულს მესამე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. "ტორპედოდან" სადებიუტო გოლის გატანა ფელიპე პირესმა მოახერხა.
გთავაზობთ ვიდეოს.
ვიდეო: სპორტმიამბე
დიდი იმედი მაქვს, ნაკრების ხელმძღვანელობა სისულელეს არ ჩაიდენს და ამ ბიჭს მარტში ათამაშებს. ხვიჩას გარდა ბევრი გვყავს, ვისაც მოედანზე განსხვავების შექმნა შეუძლია? თუ მისი ნიჭია საეჭვო? გაიხსენეთ, როდის თამაშობდა ბრაზილიელებით გაძეძგილ შახტარში...
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.