არქივი17 ნოემბერი, 2023, 08:37
ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა - არის მსხვერპლი
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 1 და დაშავებულია 3 ადამიანი.
არსებული ინფორმაციით პირველი კორპუსის სარდაფში მდებარე ერთ-ერთ ოთახში თავდაპირველად ხანძარი გაჩნდა, რასაც შემდეგ აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ვერსიით ხანძარი თავდაპირველად ელექტროსადენებიდან გაჩნდა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და ყველა საჭირო ღონისძიება მიმდინარეობს. დამატებითი განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.