არქივი17 ნოემბერი, 2023, 07:10
ერევნის უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის სარდაფში მოხდა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
წინასწარი ცნობით დაშავებულია 3 ადამიანი. ადგილზე მუშაობს პოლიცია და სახანძრო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.