არქივი17 ნოემბერი, 2023, 11:17
მედია: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 1 ადამიანი
ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.