ერაყის პრემიერი – აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის ცნობით, აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 25 ადამიანი.
ერაყის მთავრობამ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმო.
„აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის რეგიონში ყოფნა ერაყის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და რეგიონულ და საერთაშორისო კონფლიქტებში ერაყის ჩართვის გამამართლებელ მიზეზად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!