ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია - დამასკოს მახლობლად ისრაელის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

დამასკოს მახლობლად ისრაელის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია ავრცელებს.
„ისრაელის თავდასხმების სამიზნეს „ჰეზბოლასა“ და ირანის რევოლუციური გვარდიის კუთვნილი ბაზა წარმოადგენდა, დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის არიან ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის დირექტორმა, რამი აბდელ რაჰმანმა.
რამი აბდელ რაჰმანმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით მდებარე საიიდა ზეინაბის რაიონში განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.