ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ერაყი: აშშ-ს საჰაერო იერიშების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

ერაყის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ს საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.
მათივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიჭრა 25 ადამიანი.
ერაყის მთავრობის სპიკერმა აშშ-ს საჰაერო იერიში "ერაყის სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახალ აგრესიად შეაფასა" და თქვა, რომ ამით აშშ ერაყსა და მთელს რეგიონს უფსკრულის პირას აყენებს.
გარდა ამისა, ადგილობრივი სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა აშშ-ის ელჩი, რათა აშშ-ს თავდასხმებზე საპასუხოდ ოფიციალური საპროტესტო მემორანდუმი გადასცეს.
3 თებერვალს აშშ-მ იორდანიაში 3 ამერიკელი სამხედროს დაღუპვის შემდეგ სირიასა და ერაყში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფებისა და თავად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 85-ზე მეტ სამიზნეზე საპასუხო იერიშები მიიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.