ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა და ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება, ხოლო პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვანგ იისთან მოლაპარაკებებს გამართვას.
სავარაუდოდ, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ენტონი ბლინკენი ჩინელ ოფიციალურ პირებთან იმის შესახებაც ისაუბრებს, თუ როგორ ეხმარებიან ჩინური კომპანიები რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.