არქივი24 აპრილი, 2024, 13:40
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა
ენტონი ბლინკენი ჩინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი შანხაიში ჩავიდა და ჩინელ ბიზნეს ლიდერებს შეხვდება. პარასკევს პეკინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ბლინკენი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინსაც შეხვდება.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.