ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვია
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორაციით, ბლინკენი თავდაპირველად პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს თელ-ავივში შეხვდება, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს იერუსალიმში.
ამერიკელი დიპლომატი, ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდება თავდაცვის მინისტრს იოავ გალანტს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჩი ჰანეგბის. ბლინკენი, მოგვანებით, თელ-ავივში ამერიკელი მძევლების ოჯახებს შეხვდება.
ცნობისთვის, ისრაელში ჩასვლამდე ენტონი ბლინკენი იორდანიასა და საუდის არაბეთში იმყოფებოდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.