ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი: პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან, რადგან მან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - წაეშალა იგი მსოფლიო რუკიდან და შეეყვანა რუსეთის შემადგენლობაში, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა შეუძლებელი გააკეთეს - მათ წინააღმდეგობა გაუწიეს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას.

„რთული წელი იყო ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელებმა გააკეთეს ის, რაც არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იყო“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.