ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს უახლესი ტიპის ჰაუბიცებს

რუსეთი ახლო მომავალში თავის უახლესი ტიპის ჰაუბიცებს გამოიყენებს ბრძოლის ველზე, უკრაინის ძალების წინააღმდეგ - ამბობს რუსეთის თავდაცვის კონგლომერატი Rostec-ი 27 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ახალი Coalition-SV-ის საარტილერიო ერთეულების გამოცდა დასრულებულია და უკვე დაიწყო მათი მასობრივი წარმოება - უთხრა Rostec-ის ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა სახელმწიფო სააგენტო RIA-ს და დასძინა, რომ პირველი პარტიის მიწოდება განხორციელდება 2023 წლის ბოლომდე.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-ი მიმდინარე თვეში იუწყებოდა, რომ Coalition-SV-ის ჰაუბიცათა ცალკეული ერთეულები უკვე განთავსებულია უკრაინის ფრონტის ხაზზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.