პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა. ვიზიტით ის აგრძელებს რეგიონულ ტურს ისრაელ-ჰამასის ომის განსახილველად.
ბლინკენი ჯერ დოჰაში ემირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის შეხვდა, შემდეგ კი პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე და ეგვიპტეში გააგრძელებს ვიზიტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.