არქივი7 იანვარი, 2024, 15:27
ენტონი ბლინკენი კატარში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიიდან კატარში ჩაფრინდა.
ბლინკენი დოჰაში ჯერ ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის, შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ - თანის შეხვდება.
კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.