ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა

-ის სახელმწიფო მდივანი  თელ-ავივში ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს, პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და საგარეო საქმეთა მინისტრ ისრაელ კაცს შეხვდა.

როგორც The Times of Israel წერს, ბლინკენის გეგმებში ასევე შედის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან, ომის კაბინეტის მინისტრ ბენი განცთან, ისრაელის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან, ოპოზიციის ლიდერ იაირ ლაპიდთან და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებთან შეხვედრა.

აღსანიშნავია, რომ ეს, ენტონი ბლინკენის მეხუთე ვიზიტია ისრაელში მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხა.

ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ენტონი ბლინკენი ასევე იმყოფებოდა თურქეთში, საბერძნეთში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი