პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა

ენტონი ბლინკენი ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სკოპიეში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი დაადასტურებს აშშ-ის ვალდებულებებს ეუთო-ს და მისი ძირითადი მისიის მიმართ, განსაკუთრებულ აქცენტს კი ადამიანის უფლებებსა და დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე გააკეთებს.
„მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს იმ როლს, რომელსაც ეუთო რეგიონში ასრულებს და იგი ჩრდილოეთ მაკედონიას ლიდერობისთვის მადლობას უხდის“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.