არქივი28 ნოემბერი, 2023, 05:53
ენტონი ბლინკენი ისრაელს, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა
ენტონი ბლინკენი ისრაელს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ისრაელის თავდაცვის უფლებას, ღაზას მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაჩქარების გზებს განიხილავს.
მთლიანობაში, 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ისრაელის გარდა, ბელგიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ეს რეგიონში ბლინკენის მესამე ვიზიტი იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.