გრიგოლ გეგელია – კატეგორიულად მოვუწოდებ მთავრობას, მიბაძონ ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! – ოკუპანტი ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახავია

პარტია „ლელოს” საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ უნდა ესწრებოდეს ისეთ სხდომებს, რომელსაც ს საგარეო საქმეთა მინისტრი, ესწრება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება, მას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები და ბოიკოტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სხდომის დატოვებით გამოიხატოს, მაგრამ გეგელიას ვარაუდით, ილია დარჩიაშვილისგან და „ქართული ოცნების” ნებისმიერი სხვა ლიდერისგან, ეს მოსალოდნელი არ არის.
გეგელიას განმარტებით, ორმაგი პრობლემა გვაქვს სახეზე, როცა ერთი მხრივ, ხელისუფლება ესწრება ამ ფორმატს და მეორე მხრივ, როცა მინისტრისგან არ არის მოსალოდნელი არავითარი კრიტიკული გზავნილი რუსეთის მისამართით.
„არსებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს დაესწროს ეუთოს სხდომას სერგეი ლავროვთან ერთად. ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი რამდენიმე დღეში მაკედონიაში გაიმართება. მას ესწრება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. პროტესტის ნიშნად, სხდომას ბოიკოტს უცხადებენ უკრაინის, ს, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები. მაშინ, როდესაც რუსული ოკუპაციის გამოცდილების მქონე ცივილიზებული სახელმწიფოები მკაფიო პოზიციას აფიქსირებენ, ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება აგრძელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო რეპუტაციის მოსპობას. ეს ხელისუფლება არც ერთხელ არ ყოფილა კიევში, არც უშუალოდ ომამდე და არც ომის განმავლობაში. მაგრამ, კარგად გვახსოვს, თუ როგორ ვახშმობდა პუტინთან ერთად ჩინეთში მყოფი ვიცე პრემიერ მინისტრი სულ ცოტა ხნის წინ. დღეს იგივე ხელისუფლება აპირებს დაესწროს მინისტერიალს, სადაც წარმოდგენილი იქნება გინტურის მკვლელი, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპანტი, ქართველთმოძულე ლავროვი. მოვუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, დარჩიაშვილს, დაუყოვნებლივ ამცნოს საზოგადოებას აპირებს თუ არა დაესწროს სხდომას ქართველთმოძულე ლავროვან ერთად. კატეგორიულად მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მიბაძონ ჩვენი ღირსეული პარტნიორების მაგალითს და უარი განაცხადონ ლავროვთან ერთად მინისტერიალში მონაწილეობაზე! ოკუპანტი ლავროვის გვერდით ჯდომა ღირსების შემლახავია!” – განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს. უწყების ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს, მასზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო. აგრეთვე, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ეუთო-ს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩრდილოეთ მაკედონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ც ეწვევა.