ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს

ენტონი ბლინკენი - აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება TOW-ის ტიპის რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
ენტონი ბლინკენის ცნობით, უკრაინის დასახმარებლად ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ფარგლებში პენტაგონი საკუთარი მარაგებიდან უკრაინას 1.25 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.
სამხედრო დახმარების პაკეტი უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, მიწა-ჰაერი კლასის საბრძოლო მასალებს, ჯაველინისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, TOW-ის ტიპის რაკეტებსა და სხვა სახის შეიარაღებას მოიცავს.
„აშშ და 50-ზე მეტი ქვეყანა გაერთიანებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას რუსული აგრესიისგან დასაცავად საჭირო შესაძლებლობები ჰქონდეს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.