ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხრეთ კორეელ და იაპონელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ენტონი ბლინკენი კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამხრეთ კორეას, იაპონიასა და საფრანგეთს 4-9 იანვარს ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.