არქივი21 აპრილი, 2025, 13:43
ემანუელ მაკრონი: დაე, ეს იმედი მის შემდეგაც განუწყვეტლივ ცოცხლდებოდეს

"ბუენოს-აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას სიხარული და იმედი მოეტანა ყველაზე ღარიბებისთვის, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე, ეს იმედი მის შემდეგაც განუწყვეტლივ ცოცხლდებოდეს.
მე და ჩემი მეუღლე ყველა კათოლიკესა და მგლოვიარე მსოფლიოს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ" - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომის პაპი დღეს, 21 აპრილს გარდაიცვალა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.