ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

ემანუელ მაკრონი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება.
„ჩვენ პაპის დაკრძალვას დავესწრებით, როგორც საჭიროა“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
მედიის ინფორმაციით, რომის პაპის დაკრძალვას, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.
ცნობილია, რომ პაპის დაკრძალვას დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა. დასავლური მედია წერს, რომ იმ ოფიციალური პირების სია, რომლებიც დაკრძალვას დაესწრებიან, უახლოეს დღეებში სწრაფად გაიზრდება, რადგან ქვეყნების უმეტესობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურებს გაგზავნის პაპ ფრანცისკეს მიმართ პატივსაცემის გამოსახატად. ეს კი დაკრძალვის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებისთვის პოტენციურ სივრცეს შექმნის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.