ემანუელ მაკრონი – ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ

აგრესორი ერთია – , -ს ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორია – და ამიტომ, მისი თქმით, “ამერიკის ბრაზი მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული: პრეზიდენტი პუტინისკენ”.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ “საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ასეთად დარჩება”.
“მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. გავაგრძელებთ უკრაინელი ერის უფლების დაცვას მშვიდობით იცხოვრონ თავიანთ ტერიტორიაზე და თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე პუტინს მოუწოდა, “შეწყვიტოს ტყუილი”.
“ის ამბობს “მშვიდობა მინდა” და აგრძელებს დაბომბვებსა და უკრაინაში ხალხის მკვლელობას. თუ ის იტყვის “კი”, ხვალ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი