ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი

როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა იყოს წარმოდგენილი ტრამპის, პუტინისა და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში.

„სამმხრივი შეხვედრის იდეა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოგვარების ერთადერთი გზაა. ვფიქრობ, შემდეგში ოთხმხრივი შეხვედრაა საჭირო, რადგან, როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, ჩვენ მთელი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ. სწორედ ამიტომ ვართ ამ საკითხის ირგვლივ უკრაინასთან ერთად გაერთიანებულები“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მისი თქმით, „ევროპელები აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხში თავისი წილი აქვთ“.

„თუმცა, ამ სიტუაციაში მათი საკუთარი უსაფრთხოება აშკარად სასწორზე დევს“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს