ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია“ ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

კირ სტარმერი - უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია“ ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია

უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრაზე ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის შეხვედრაზე განაცხადა.
„როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოებაზეც. ვფიქრობ, დღეს, სწორი მიდგომის შედეგად, უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე რეალური პროგრესის მიღწევა შეგვიძლია“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, „უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია“ ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის“.
„ვფიქრობ, შეგვიძლია დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.