ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპელ ლიდერებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან დიალოგის შემდეგ ზელენსკის ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, მონაწილეობა მიიღო ევროპელი ლიდერების, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუბარში, შემდეგ კი ზელენსკის ცალკე ესაუბრა.
„რამდენიმე სხვა ევროპელ ლიდერთან ერთად, მონაწილეობა მივიღე აზრთა გაცვლა-გამოცვლაში პრეზიდენტებთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან. შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე. პროგრესს მივაღწიეთ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს“, - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება
„იანვრის დასაწყისში პარიზში შევკრებთ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნებს, რათა დავასრულოთ შეთანხმება თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილზე“, - წერს მაკრონი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.