ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Axios - შესაძლოა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს

Axios - შესაძლოა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს

შესაძლოა, დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის, დონალდ ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავენ.
ასევე, ზელენსკის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ის და დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებთან საუბარს კვირას, ფლორიდაში დაგეგმილი შეხვედრის დროსაც შეძლებენ.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ფლორიდაში კვირას, ადგილობრივი დროით 15:00 საათზეა (თბილისის დროით ორშაბათი, 00:00 საათი) დაგეგმილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.